SIM ბარათისა და კვების ელემენტის ჩადება ტელეფონში
SIM ბარათი და მასზე ჩაწერილი ინფორმაცია შეიძლება ადვილად დაზიანდეს
დაჩხაპნის ან გაღუნვის შემთხვევაში. ამიტომ, სიფრთხილე გმართებთ
ბარათის გამოყენების, ჩასმის, ან ამოღების დროს.
მნიშვნელოვანია: ამ აპარატში არ გამოიყენოთ მინი-UICC SIM ბარათი,
რომელიც ასევე ცნობილია როგორც მიკრო-SIM ბარათი, მიკრო-SIM ბარათი
ადაპტერით და არც SIM ბარათი, რომელსაც აქვს mini-UICC პროფილი (იხილეთ
ნახაზი). მიკრო SIM ბარათი სტანდარტულ SIM ბარათზე მცირე ზომისაა. ამ
აპარატში არ არის გათვალისწინებული მიკრო-SIM ბარათის გამოყენება და
არათავსებადი SIM ბარათების გამოყენებით შეიძლება დაზიანდეს ბარათი ან
აპარატი, ასევე შეიძლება დაზიანდეს ბარათზე შენახული მონაცემები.
დახმარება
5
1 დაადეთ თითი აპარატის ძირას სამაგრზე, ფრთხილად აწიეთ და მოხსენით
უკანა საფარი (1).
2 თუ კვების ელემენტი დევს, ამოიღეთ ის (2).
3 ჩასვით SIM ბარათი. დარწმუნდით, რომ ბარათის საკონტაქტო ნაწილი
ქვემოთაა მიმართული (3,4).
4 მიუსადაგეთ კვების ელემენტის კონტაქტები და კვების ელემენტის
ჭრილი და ჩასვით კვების ელემენტი (5). უკანა საფარის დასახურად,
მიმართეთ ზედა საკეტის ჩამკეტები მისი ბუდისკენ (6) და დააჭირეთ,
სანამ საფარის საკეტი არ ჩაჯდება თავის ადგილას (7).
უსაფრთხოდ ამოღება. კვების ელემენტების ამოღებამდე ყოველთვის
გათიშეთ მოწყობილობა და გამორთეთ იგი კვების ქსელიდან.